-

 -

 - e-mail

 

 -

   Fengari

 -

 -

( : 5) -__- _ ____ aphorisms

 -

 LiveInternet.ru:
: 19.04.2006
: 234
: 537
: 1809

:

.


: (31), ))))(3), (3), (0), (4), , ...(8), (20)
(6)

, 11 2008 . 12:16 +
,
მარტოობა

...ქარი...
ძლიერი ქარი...
ობლად დარჩენილი ღრუბელი...
შავი ღრუბელი... ჩამავალი მზე... მკაცრი ჰორიზონტი...
... სიცოცხლე არ გამოკრთის არსაიდან...
ისევ სიმარტოვე...
მუდმივი სტუმარი. ერთგული "შემწე". გულის ბინადარი... უცხო გრძნობისთვის კარი ჩაკეტილი... დალუქული... ამოქოლილი...
თითქოს სიმყუდროვე... მაინც ომი!... მაინც მოუსვენრობა!... ძიება სიახლისა...
საშველად ვუხმე...
...არ მოვიდა... არ დამეხმარა... არ ამომიდგა გვერდში... დაცემულს სწრაფად ჩამიარა გვერდზე...
...მხოლოდ შემომხედა... სიამაყე გამოკრთოდა მის თვალებში...
-"ისევ გაჯობე!..."
-"მე დაგამარცხე!..."
-"გძლიე..." და...
მშვიდობით...
ცრემლი...
ცხელია...
ძალიან ცხელია თითოეული წვეთი...
მწვავს...
მანადგურებს...
თითოეული მათგანი მოგონებაა შორეული წარსულის...
...ბედნიერი წარსულის...
...მაგრამ... არა, არა, არა!... მხოლოდ უბედურის!...
მაშინაც მძლია...
მაშინაც დამამარცხა...
მაგრამ... არ მიმატოვეს... ფეხზე წამომაყენეს... მიშველეს... გამანთავისუფლეს მძიმე ტვირთისაგან... მაგრამ... ეხლა... ეხლა სულ მარტო ვარ... ბედის ანაბარა... ძირს მხოხავი... დაცემული... წამოდგომას მონატრებული... დახმარებას მიჩვეული ვიტანჯები უმწეობით...
... მარტო არ ძალმიძს...
ისევ ქარი...
... ღრუბელიც კი წასულა... ყველა წვეთი ცხელია...
მე ისევ მარტო ვარ!...



ცად ვარსკვლავს ვეძებ და ვერ ვპოულობ,
ჩაჰხუტებიან თეთრი ღრუბლები...
მე მხოლოდ ერთ პეშვ სითბოს ვთხოულობ,
და ნუ ამივსებ კალთას ხურდებით.


გაზაფხულდება,ფერად ყვავილებს
ვერ შეაჩერებს ვერც გისოსები.
შენთანაც მოვლენ...დაგიყვავებენ...
სულს გაგითბობენ სირინოზები.


ტალღებს წაშლა სურთ ნაფეხურების,
ჩაგეძინება ზღვასთან,სილაზე.
თითის წვერებზე,სულის ხურვებით
მაინც მოგაგნებს ჩემი სინაზე...


და ნუ გგონია,მღვრიე ტალღებში
დაიწვები და დაიდაგები,
ავითქვიფები ზღვაში,ზღვის ქაფში
შეგაშრები და დავიკარგები...



ვერ მიგატოვებ მარტოს და ეულს,
რომ მოგეფერო,ყველას ჯინაზე,
ასი წლის მერე ან თუნდაც წლეულს
მე დავბრუნდები დედამიწაზე!


(1)

, 27 2008 . 11:16 +
                          

     ,

     .

     ,

     .

    

     ,

    

     .

    

     .

     ,

     .

    

     ,

     , ,

     .

    

     .

    

     .

    

     .

     ,

     .

     ,

    

     , ,

     .

     ,

    

     ,

     .

                                                       

(" ", )




 : [1]